Quiz | როგორ გახსოვთ მოვლენები, რომლებიც საქართველოში ლგბტ+ თემის უფლებებს ეხება
როდის აღინიშნა საქართველოში პირველად ჰომო, ბი და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე?
2011 წლის 17 მაისს 21:00 საათზე ლგბტ თემის სწევრებმა და მხარდამჭერებმა პირველად აღნიშნეს ჰომო, ბი და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე და ამ ფობიების მსხვერპლთა პატივსაცემად მტკვარში ფერადი სანთლები გაუშვეს.
რომელი წლიდან გამოაცხადა ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ?
ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დღე ილია მეორემ 2014 წელს დააწესა. მას შემდეგ ყოველი წლის 17 მაისს სასულიერო პირები და მრევლი ხატებით აწყობენ მსვლელობას თბილისის ქუჩებში, ბოლოს კი სამების საკათედრო ტაძარში იკრიბებიან. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს მსოფლიო და საქართველოც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.
რომელ წელს მიიღო საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი?
2014 წლის 2 მაისს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, 7 მაისს კი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ის ოფიციალურად შევიდა ძალაში. აზრთა სხვადასხვაობისა და საპატრიარქოს წინააღმდეგობის მიუხედავად, კანონში კვლავ დარჩა კანონპროექტის პირველი მუხლი, რომელშიც დაკონკრეტებულია დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმები, მათ შორის გენდერული იდენტობა და სექსუალური ორიენტაცია.
პირველად როდის აღიარეს სამართლებრივად ტრანსი ადამიანის გენდერი საქართველოში?
WISG-ის ცნობით, 2021 წლის 25 მარტს დაკმაყოფილდა ტრანსი ქალის ლ. მ.-ს მოთხოვნა და მისი გენდერის მარკერი „მამრობითი“ „მდედრობითით“ შეიცვალა. თუმცა საქართველოში ტრანსი ადამიანებისთვის გენდერის სამართლებრივი აღიარების წინაპირობა დღემდე სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციაა, რასაც ადგილობრივი თუ საერთაშრისო ორგანიზაციები წლებია აკრიტიკებენ.
როდის განათდა თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში?
2020 წელს Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა დედაქალაქის მერს, კახა კალაძეს მიმართეს, რომ 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ ფერებში განათებულიყო. მერიის განცხადებით კი, ისინი ვერ დაარღვევენ ტრადიციას და ვერ გამოტოვებდნენ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.
შედეგის გაზიარება: