Quiz | შეამოწმე, გახსოვს თუ არა ქართული საგანძურის მნიშვნელოვანი ექსპონატები

რომელ პერიოდს მიეკუთვნება თრიალეთის ოქროს თასი?

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Correct! Wrong!

ოქროს თასი მიერკუთვნება ბრინჯაოს ხანას. ის თარიღდება ძვ. წ. XIX-XVIII სს. ოქროს სასმისი თრიალეთის ერთ-ერთ ყორღანშია ნაპოვნი. ოქროს თასი დამზადებულია სახარატო ჩარხზე ოქროს მთლიანი ფურცლისგან. ის სარდიონის, ლაჟვარდისა და კერამიკული მასის მრგვალი თვლებითაა შემკული. ოქროს თასი აღმოჩენილია მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში წალკის წყლასაცავის მშენებლობის დროს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას. თასის დამუშავების ტექნიკა მიუთითებს, თუ რა სიმაღლეზე იდგა ოქროს დამუშავების ტექნიკა საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულში.

რა სცენაა ასახული თრიალეთის ვერცხლის თასზე?

Correct! Wrong!

თრიალეთის ყორღანებში მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ვერცხლის თასი. აღმოჩენამ მეცნიერების დიდი ყურადღება დაიმსახურა, რადგან ის აჩვენებს ოსტატობის უმაღლეს დონეს და საინტერესოა თასზე გამოსახული სიუჟეტიც. თასზე ასახულია სარიტუალო მსვლელობა. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ თასზე ასახულია მთავარი ღვთაებისადმი წმინდა სასმლის შეწირვის რიტუალი, რაც დაკავშირებულია ღვინის კულტურასთან.

რომელ პერიოდს მიეკუთვნება კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი?

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Correct! Wrong!

კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი ძვ. წ V საუკუნეს მიეკუთვნება. ის კოლხური ტიპის სამკაულების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. კუს გამოსახულებიანი ყელსაბამი წარჩინებული კოლხი ქალის სამარხში 1969 წელს, ვანში აღმოაჩინეს. კუს ყელსაბამი აჩვენებს ფილიგრანის დამუშავების უმაღლეს ტექნიკას.

რის შესამკობად იყო განკუთვნილი ცნობილი ოქროს ლომი?

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Correct! Wrong!

ოქროს ლომის ფიგურა, წნორთან ერთ-ერთ ყორღანში აღმოჩნდა. ოქროს ლომი ძვ. წ, III ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდება. მიჩნეულია, რომ ის წარჩინებული პირის დასაკრძალი ეტლის შემამკობელი ნაწილი იყო.

როდის ატარებდნენ კოლხურ დიადემას?

Correct! Wrong!

ძვ.წ. V საუკუნის თავსამკაულთაგან განსაკუთრებით გავრცელებულია ოქროსა და ვერცხლის დიადემები. ასეთი დიადემები ძვ.წ. V-IV სს-ში მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დიადემები მისი სიდიდიდან გამომდინარე დაკრძალვის რიტუალისთვის იყო განკუთვნილი და ისინი თავსაბურავზე მაგრდებოდა და არა შიშველ თავზე. ფოტოზე ასახული დიადემა ვანში აღმოჩენილ წარჩინებული კოლხი ქალის სამარხშია აღმოჩენილი.

რისთვის გამოიყენებოდა ეს ნივთი?

Correct! Wrong!

ერთგვარი საყურე-სასაფეთქლე, რომელსაც ქალი იმაგრემდა საფეთქლებზე. ის ახალგორის განძიდანაა და თარიღდება ძვ. წ. IV საუკუნით. სასაფეთქლე მცენარეული და გეომერტიული მოტივებით შემკული ფირფიტებითა და ცხენის ფიგურებისგან შედგება.

რას უწოდებენ ჭაბუკის ბრინჯაოს ტორსს, რომელიც 1988 წელს აღმოაჩინეს ვანში?

Correct! Wrong!

ჭაბუკის ტორსი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. II ს-ით ვანში, ვასილ ახვლედიანის ყოფილ კარ-მიდამოში 1988 წელს აღმოჩინეს, ამიტომ მას „ვასიკოსაც“ უწოდებენ. თუმცა ის ასევე ცნობილია, როგორც „ვანელი ჭაბუკის“ სახელით. მანამდე ამ ტიპის ქანდაკება საქართველოს ტერიტორიაზე არ აღმოჩენილა. სამწუხაროდ, არ არის შემორჩენილი მისი თავი, თუმცა ტორსის აგებულებიდან გამომდინარე, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის არის აპოლონი. გამომდინარე იქიდან, რომ ვანში ნაპოვნია სხვადასხვა სახელოსნო, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ჭაბუკის ტორსი ადგილობრივი წარმოებისაა.

რა ნივთია გამოსახული ფოტოზე?

ფოტო: საქართველოს ეროვნული მუზეუმი
Correct! Wrong!

საწერი მოწყობილობა ახ.წ. III ს-ის დასასრულსა და IV ს-ის დასაწყისს მიეკუთვნება და ის სვეტიცხოვლის ეზოში აღმოჩნდა. კალმები მოთავსებული იყო კოლოფში, რომელსაც კრავდა ოქროს ფირფიტა ბერძნული წარწერით.

დაახლოებით რამდენი წლისაა უძველესი ღვინის ჭურჭელი, რის გამოც მიიჩნევენ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა?

Correct! Wrong!

იმირის გორაზე აღმოჩენილი ჭურჭელი, დაახლოებით, 8000 წლით თარიღდება. ქვევრში აღმოჩნდა ნალექი, წიპწები და მცენარეული მტვერი, რომელიც ეკუთვნის ყურძენს. ჭურჭელი შემკულია ყურძნის მტევნების გამოსახულებით.

Quiz | შეამოწმე, გახსოვს თუ არა ქართული საგანძურის მნიშვნელოვანი ექსპონატები

სამწუხაროდ, თქვენ არც ისე კარგად გახსოვთ ჩვენი საგანძური. თუ მეტი გაინტერესებთ ჩვენს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ნივთების შესახებ, ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს

თქვენ კარგად გახსოვთ ჩვენს ტერიტორიაზე უნიკალური არქოლოგიური აღმოჩენები. საინტერესოა, ხშირად სტუმრობთ მუზეუმს?

თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ ჩვენი უნიკალური ექსპონატები. ალბათ, ხშირად სტუმრობთ მუზეუმს