Quiz | შეამოწმე, რამდენად სწორად გესმის სასკოლო პრევენციის პრინციპები

რა არის ფსიქოაქტიური ნივთიერება?

Correct! Wrong!

ფსიქოაქტიური ნივთიერებები კრებითი ცნებაა, რომელიც აერთიანებს: აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებებს (მარიხუანა, ოპიუმი,ჰეროინი, კოკაინი და ა.შ.), ფსიქოტროპულ წამლებს (დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიდეპრესიული და სხვ.); ლეგალურ ნარკოტიკულ საშუალებებს (როგორიცაა ალკოჰოლი, თამბაქო); ასევე ნივთიერებებს, რომლებიც საყოველთაოდ გავრცელებულია ჩვენს საზოგადოებაში (მაგალითად, ყავა და ჩაი) და რომელთაც, აგრეთვე, გააჩნიათ ფსიქოაქტიური ეფექტი და მიჩვევის პოტენციალი.

რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სასკოლო პროგრამის განხორციელება?

Correct! Wrong!

12-13 წელი არის საუკეთესო ასაკი სასკოლო პრევენციული პროგრამების ჩატარებისთვის. ამ პროგრამების ძირითადი მიზანი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების განვითარებაა (ემოციების მართვა, პრობლემების მართვა, კომუნიკაცია, და ა.შ.). მტკიცებულებით პროგრამაში 12-დან მხოლოდ 3 სესია ეხება ფსიქოაქტიურ საშუალებებს - ერთი თამბაქოს, ერთი - ალკოჰოლს და ერთიც - არალეგალურ ნარკოტიკებს. ამ ასაკის შემდეგ, როდესაც დაწყებულია ე.წ. მოზარდობის ბუნტი, რასაც არასრულწლოვანს ვეტყვით, შეიძლება საპირისპიროდ მოიქცეს. უფრო უმცროსი ასაკის ბავშვებთან კი პრევენციული მუშაობისას სიტყვა „ნარკოტიკი“ შეიძლება საერთოდ არ იყოს ნახსენები, მაგრამ სწორი აღმზრდელობითი მიდგომით ნარკოტიკების მიმართ მდგრადობას სერიოზული საფუძველი ჩაეყაროს.

რა არის უნივერსალური პრევენცია?

Correct! Wrong!

ვისთვისაა მიზანმიმართული პრევენცია განკუთვნილი?

Correct! Wrong!

მიზანმიმართული პრევენციის დროს ხდება იმ ბავშვებისა და მოზარდების დახმარება, ვინც ექსპერიმენტირებს ფსიქოაქტიური საშუალებებით, ან ვისაც ქცევითი და ემოციური პრობლემები აწუხებს.

ვისთვისაა განკუთვნილი შერჩევითი პრევენცია?

Correct! Wrong!

შერჩევითი ანუ სელექციური პრევენცია გულისხმობს ზოგადი პოპულაციიდან ნარკოდამოკიდებულების მაღალი რისკის მქონე ჯგუფების შერჩევასა და მათთან მუშაობას. ეს შესაძლოა იყოს სპეციალური პროგრამები ნარკოდამოკიდებულ მშობელთა შვილებისათვის, ან უკიდურეს სიღარიბეში თუ კრიმინალურ გარემოცვაში მცხოვრები სამეზობლოებისათვის და ა.შ

რას ნიშნავს, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება არის ბიო-ფსიქო-სოციალური საკითხი?

Correct! Wrong!

„ყველა მოიხმარს“, „მიმდინარეობს ერის გენოციდი“ - რა უარყოფითი შედეგი მოაქვს ამგვარ განცხადებებს?

Correct! Wrong!

მოხმარების რისკების შესახებ ინფორმირება რატომ არაა საკმარისი, როგორც მოხმარებისგან შემაკავებელი ფაქტორი?

Correct! Wrong!

ქვიზი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გამოცემა და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

Correct! Wrong!