Quiz | თუ გამოიცნობ, რომელი ქვეყნის დროშაა

Correct! Wrong!

საბერძნეთი - სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში. ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია - ათენი. სიდიდით მეორე ქალაქი კი თესალონიკია. საბერძნეთის დროშა შეიცავს ცხრა ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც ხუთი არის ლურჯი, ხოლო ოთხი - თეთრი. შიგნით ლურჯი კვადრატის ზედა მარცხენა კუთხეში არის თეთრი ჯვარი. დროშა პირველად მიიღეს 1822 წლის 27 მარტს.

Correct! Wrong!

პოლონეთი - ცენტრალური ევროპის სახელმწიფო. დასავლეთიდან ესაზღვრება გერმანია, სამხრეთიდან ჩეხეთი და სლოვაკეთი, აღმოსავლეთიდან უკრაინა, ბელარუსი და ლიეტუვა, ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბალტიის ზღვა. დედაქალაქი - ვარშავა. პოლონეთის დროშა - ზედა თეთრი და ქვედა წითელი ფერის ზოლისგან შედგება. წითელ-თეთრი დროშები და ლენტები გამოიყენებოდა, როგორც ეროვნული აჯანყებების სიმბოლო. პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, წითელ-თეთრი დროშა სეიმმა 1919 წლის 1 აგვისტოს დაამტკიცა, როგორც ეროვნული დროშა და ამის შემდეგ არ შეცვლილა.

Correct! Wrong!

ირლანდია - ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. დედაქალაქია დუბლინი. ქვეყანას სახმელეთო საზღვარი მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გააჩნია, რომელიც დიდი ბრიტანეთის ნაწილია. ირლანდიის რესპუბლიკამ პოლიტიკური დამოუკიდებლობა გაერთიანებული სამეფოსაგან 1922 წელს მიიღო. ირლანდიის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ტილოს, შედგება სამი ვერტიკალური თანაბარი ზოლებისაგან: მწვანე - ხის ტარის კიდესთან, თეთრი - შუაში და ნარინჯისფერი - თავისუფალ კიდესთან. მწვანე სიმბოლიზირებს კათოლიკეებს, ნარინჯისფერი - პროტესტანტებს, ხოლო თეთრი - მშვიდობას ამ კონფესიებს შორის.

Correct! Wrong!

ლატვია - ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიის რეგიონში. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ესტონეთი, სამხრეთით ლიეტუვა, აღმოსავლეთით - რუსეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ბელარუსი, ხოლო დასავლეთით საზღვაო საზღვარი აქვს შვედეთთან. დედაქალაქი - რიგა. ლატვიის ეროვნული დროშა გამოიყენებოდა დამოუკიდებელი ლატვიის მიერ 1918 წლიდან 1940 წლამდე საბჭოთა კავშირის მიერ ლატვიის ოკუპაციამდე. საბჭოთა მმართველობის პერიოდში მისი გამოყენება აკრძალული იყო, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1990 წლის 27 თებერვალს დროშა თავიდან მიღეს. წითელი ფერის სიმბოლიკაში მოიაზრება ლატვიელების დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისთვის მზადყოფნა.

Correct! Wrong!

აზერბაიჯანი - საქართველოს მეზობელი ქვეყანა. ის სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთით ესაზღვრება კასპიის ზღვა, ჩრდილოეთით რუსეთი, ჩრდილო-დასავლეთით საქართველო, დასავლეთით სომხეთი და სამხრეთით ირანი. დედაქალაქი - ბაქო. 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1920 წელს ქვეყანა შევიდა სსრკ-ს შემადგენლობაში, როგორც აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკამ თავისი დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წლის 30 აგვისტოს, საბჭოთა კავშირის ოფიციალურ დაშლამდე. ქვეყნის დროშაც ამავე წელს დამტკიცდა.

Correct! Wrong!

ოფიციალურად ბელგიის სამეფო - სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი, ჩრდილოეთით - ნიდერლანდები, აღმოსავლეთით გერმანია და ლუქსემბურგი, ჩრდილო-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. დედაქალაქი - სოფია. ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ბელგიის დროშა სამი თანაბარი ვერტიკალური ზოლისგან, რომლებიც ასახავს ბელგიის ეროვნულ ფერებს: შავი, ყვითელი და წითელი. დროშა 1830 წელს დამტკიცდა.

Correct! Wrong!

ოფიციალურად დანიის სამეფო - სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, რომლის შემადგენლობაში შედის ორი დომინიონი - ფარერის კუნძულები ატლანტის ოკეანეში და გრენლანდია ჩრდილოეთ ამერიკაში. დანიის დროშაზე წითელ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც დროშის კიდეებამდე გადის. ეს ჯვარი დროშაზე ქრისტიანობის სიმბოლოა და ასევე გვხვდება სხვა სკანდინავიურ სახელმწიფოთა დროშებზე, მათ შორისაა ნორვეგია, ფინეთი, ისლანდია და სხვა.

Correct! Wrong!

ესტონეთი - სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ესტონეთი დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ტალინი. ესტონეთის დროშა შეიცავს სამ სწორ ჰორიზონტალურ ხაზს: ლურჯი - ესტონეთის ზღვისა, ტბებისა და ცის ფერი. ასევე, აღნიშნავს ეროვნული იდეებისადმი ერთგულებას. შავი - მშობლიური მიწისა და ეროვნული პიჯაკების ფერი. შავი აგრეთვე არის ესტონელი ერის სიძნელეების გამომხატველი ფერი; თეთრი - ფერი ასახავს ადამიანურ ბედნიერებას, თავისუფლებასა და ნათელი მომავლის იმედს.

Correct! Wrong!

ოფიციალურად ზიმბაბვეს რესპუბლიკა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ჩანჩქერ ვიქტორიას, მდინარეებს ზამბეზსა და ლიმპოპოს შორის. ესაზღვრება სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სამხრეთით, ბოტსვანას დასავლეთით, ზამბიას ჩრდილო-დასავლეთით და მოზამბიკს აღმოსავლეთით. დედაქალაქი - ჰარარე. ზიმბაბვეს ეროვნული დროშა შედგება შვიდი ჰორიზონტალური ზოლისგან - მწვანე, ოქროსფერი, წითელი და შავი. დროშაზე თეთრი სამკუთხედი შეიცავს წითელ ხუთქიმიან ვარსკვლავს ზიმბაბვეს ჩიტთან ერთად. დროშის ეს დიზაინი 1980 წლის 18 აპრილს მიიღეს. დროშაზე გამოსახული ჩიტი წარმოადგენს დიდი ზიმბაბვეს ნანგრევებში ნაპოვნი ფრინველის ქანდაკებას.

Correct! Wrong!

თურქეთი - ტრანსკონტინენტალური ქვეყანაა ევრაზიაში, რომელიც ძირითადად მდებარეობს დასავლეთ აზიაში, მცირე ნაწილით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-აღმოსავლეთით ევროპაში. დედაქალაქი - ანკარა. თურქეთი ესაზღვრება რვა ქვეყანას: ჩრდილო-დასავლეთით საბერძნეთსა და ბულგარეთს, ჩრდილო-აღმოსავლეთით საქართველოს, აღმოსავლეთით სომხეთს, აზერბაიჯანის ექსკლავს ნახიჩევანსა და ირანს, და სამხრეთით ერაყსა და სირიას. თურქეთის დროშაზე წითელ ფონზე გამოსახულია თეთრი ვარსკვლავი და ნახევარმთვარე. თურქული დროშის ეს დიზაინი გამომდინარეობს ოსმალეთის დროშის ბოლო ვერსიიდან, რომელიც მიიღეს XVIII საუკუნის ბოლოს და საბოლოო სახე მიიღო 1844 წელს.

Correct! Wrong!

იაპონია კუნძულოვანი სახელმწიფოა აღმოსავლეთ აზიაში. მდებარეობს წყნარ ოკეანეში, იაპონიის ზღვის აღმოსავლეთით. იაპონიის ტერიტორიული წყლები ესაზღვრება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეასა და რუსეთს. დედაქალაქი - ტოკიო. იაპონიის დროშა თეთრი დროშაა ცენტრში დიდი წითელი დისკოთი, რომელიც ამომავალ მზეს წარმოადგენს. ლეგენდის თანახმად, ამ დროშის ტრადიცია დასაბამს XIII საუკუნეში იღებს, იაპონიაზე მონღოლების შემოსევების დროიდან. დროშამ სახელმწიფო სტატუსი მიიღო 1868 წლიდან.

Correct! Wrong!

ოფიციალურად პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა. ის ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ აზიისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე. დედაქალაქია - ისლამაბადი. პაკისტანის დროშა მიღებულია 1947 წლის 11 აგვისტოს. დროშა წარმოადგენს მწვანე ქსოვილს თეთრი ნახევარმთვარით და ხუთქიმიანი ვარსკვლავით, ასევე, თეთრ ვერტიკალურ ხაზს მარცხენა მხარეს.

Correct! Wrong!

პალაუს რესპუბლიკა, აშშ-თან ასოცირებული კუნძულოვანი სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, ფილიპინის ზღვაში. დედაქალაქი - ნგერულმუდი. პალაუს დროშა მიიღეს 1981 წლის 1 იანვარს, როდესაც პალაუ რესპუბლიკა გახდა და კუნძული გამოეყო გაეროს ნდობის ტერიტორიას. როგორც წყნარი ოკეანის რამდენიმე სხვა კუნძულის ჯგუფის დროშების შემთხვევაში, ღია ცისფერი გამოიყენება ოკეანისა და მასში ერის ადგილის წარმოსაჩენად, ხოლო დროშის დისკი, რომელიც ცენტრში არ არის მოთავსებული, წარმოადგენს მთვარეს.

Correct! Wrong!

მონღოლეთი - ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო აღმოსავლეთ-ცენტრალურ აზიაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაცია, ხოლო სამხრეთით, აღმოსავლეთით და დასავლეთით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია ულან-ბატორი. მონღოლეთის დროშა მიიღეს 1992 წლის 12 თებერვალს. დროშა შედგება სამი სხვადასხვა ზომის მეწამული, ლურჯი და მეწამული ვერტიკალური ველისაგან. იმ მეწამულ ველზე, რომელი მხრითაც დროშა შტანდარტზეა დაკიდებული, ყვითელი ფერით გამოსახულია ეროვნული სიმბოლო სოიომბო. ლურჯი ფერი ქვეყნის უღრუბლო ცის სიმბოლოა. წითელი - ცეცხლის სიმბოლოა.

Correct! Wrong!

სომხეთის რესპუბლიკა ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოა სამხრეთ კავკასიაში. დასავლეთიდან ესაზღვრება თურქეთი, ჩრდილოეთიდან საქართველო, აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი, ხოლო სამხრეთიდან ირანი და აზერბაიჯანის ექსკლავი ნახიჩევანი. დედაქალაქი - ერევანი. სომხეთის დროშა შედგება თანაბარი ზომის სამი ჰორიზონტალური წითელი (ზედა), ლურჯი (შუა) და ნარინჯისფერი (ქვედა) ზოლისაგან. მიღებულია 1990 წლის 24 აგვისტოს სომხეთის უზენაესი საბჭოს მიერ. ოფიციალურად, ფერების სიმბოლური მნიშვნელობა შემდეგნაირია: წითელი წარმოადგენს სომეხი ხალხის უწყვეტ ბრძოლას გადარჩენის, ქრისტიანული რწმენისა და სამშობლოს თავისუფლების დაცვისათვის. ლურჯი გამოხატავს სომეხი ხალხის სურვილს მშვიდობიანად იცხოვრონ სომხეთის ცის ქვეშ, ნარინჯისფერი კი — სომეხი ხალხის შემოქმედებით ნიჭსა და შრომისმოყვარე ბუნებას.

Correct! Wrong!

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - სახელმწიფო აფრიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ნამიბია, ბოტსვანა და ზიმბაბვე, ჩრდილო-აღმოსავლეთით მოზამბიკი და ესვატინი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შიდა ტერიტორიაზე მდებარეობს სახელმწიფო-ანკლავი ლესოთო. დედაქალაქი-პრეტორია. სამხრეთ აფრიკის დროშა 1994 წლის 27 აპრილს შეიქმნა.

Correct! Wrong!

უკრაინა - ქვეყანა აღმოსავლეთ ევროპაში. სამხრეთიდან აკრავს შავი და აზოვის ზღვები, ხოლო მოსაზღვრე ქვეყნებია: ბელარუსი, მოლდოვა, რუსეთ, პოლონეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და რუმინეთი. შუა საუკუნეებში თანამედროვე უკრაინის ტერიტორია აღმოსავლეთ სლავური კულტურის ცენტრი იყო. საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა ქვეყანამ 1991 წელს მოიპოვა. დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქია კიევი. უკრაინის დროშას წარმოადგენს ყვითელი (დაბლა) და ლურჯი (ზევით) თანაბარი ზომის ჰორიზონტალური ზოლებისაგან. ლურჯ-ყვითელი დროშა, როგორც ეროვნული დროშა, ოფიციალურად გამოიყენებოდა 1848 წლიდან, როცა ის ლვოვის რატუშაზე აღმართეს. როგორც სახელმწიფო დროშა ოფიციალურად დაამტკიცეს 1918 წელს ხანმოკლე უკრაინის სახალხო რესპუბლიკის არსებობისას. საბჭოთა უკრაინაში ლურჯ-ყვითელი დროშის გამოყენება კანონით ისჯებოდა. 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დროშა გამოიყენებოდა ოფიციალურ ცერემონიებზე. ლურჯ-ყვითელი დროშა ხელახლა მიიღეს 1992 წელს.

Correct! Wrong!

სამხრეთ კორეის რესპუბლიკა - სუვერენული სახელმწიფო აღმოსავლეთ აზიაში, მოიცავს კორეის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილს. დედაქალაქი - სეული. სამხრეთ კორეის დროშა შედგება სამი ნაწილისგან: თეთრ ფონზე წრეში წითელი და ლურჯი ოთხი მხრიდან შავი ტრიგრამებით. თეთრი ფონი არის სამხრეთ კორეის ტრადიციული ფერი, რომელიც მათ ტრადიციულ სამოსსაც ამკობს. თეთრი სამხრეთ კორეაში არის სიწმინდისა და მშვიდობის ფერი. წრეში ლურჯი ფერი წარმოადგენს უარყოფით კოსმიურ ძალებს ხოლო წითელი დადებითს. აზრი კი არის ის, რომ ეს ორი ძალა უპირისპერდება ერთმანეთს. ოთხი ტრიგრამი ერთად წარმოადგენს პრინციპულ და ჰარმონიულ მოძრაობას. ეს ტრიგრამები კორეული ტრადიციული ელემენტებია.

Correct! Wrong!

ოფიციალურად ურუგვაის აღმოსავლეთ რესპუბლიკა. სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება ბრაზილია, დასავლეთით — არგენტინა. დედაქალაქი - მონტევიდეო. ურუგვაის ეროვნული დროშა შედგება ცხრა თანაბარი ჰორიზონტალური, ერთმანეთისგან მონაცვლე თეთრი და ლურჯი ფერის ზოლისგან. დროშის მარცხენა ზედა ნაწილი (კანტონი) თეთრია და ზედ დატანილია მაისის მზე, რომელსაც 16 ერთმანეთისგან მონაცვლე სამკუთხა და ტალღოვანი სხივი აქვს. დროშა პირველად 1828 წლის 16 დეკემბერს მიიღეს.

Correct! Wrong!

ოფიციალურად ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა. ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, სამხრეთ ევროპაში. ის არის იუგოსლავიის ერთ-ერთი მემკვიდრე ქვეყანა. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. დედაქალაქი - სკოპიე. ჩრდილოეთ მაკედონიის დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის მეწამულ ველს, რომელზეც გამოსახულია ყვითელი მზე რვა სხივით. იგი არის „თავისუფლების ახალი მზე“. ეს სიტყვები გამოყენებულია რესპუბლიკის ეროვნულ ჰიმნში. დროშა მიიღეს 1995 წლის 5 ოქტომბერს.

Correct! Wrong!

სომალის ფედერაციული რესპუბლიკა. სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კენია, ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე, რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება იემენთან, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან ეთიოპია. დედაქალაქი - მოგადიშო. სომალის დროშა შედგება ღია ცისფრად დაფარული ფონისა და მის ცენტრალურ ნაწილში ხუთქიმიანი ვარსკვლავისგან. იგი შეიქმნა 1954 წელს.

Correct! Wrong!

ჩილეს რესპუბლიკა - ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში, მოიცავს ვიწრო სანაპირო ზოლს ანდებსა და წყნარ ოკეანეს შორის. ჩრდილოეთით ესაზღვრება პერუ, ჩრდილო-აღმოსავლეთით ბოლივია, აღმოსავლეთით არგენტინა და სამხრეთით — დრეიკის სრუტე. სამხრეთ ამერიკაში მხოლოდ ჩილეს და ეკვადორს არ აქვთ საზღვარი ბრაზილიასთან. დედაქალაქი - სანტიაგო. ჩილეს დროშა შედგება ორი თანაბარი ზომის ლენტისგან, თეთრი (მაღლა) და წითელი (დაბლა). ასევე, თეთრ ლენტზე, მარცხენა კუთხეში მდებარეობს ლურჯი კვადრატი, შიგნით, ცენტრში გამოსახული თეთრი ხუთქიმიანი ვარსკვლავით. ვარსკვლავი წარმოადგენს პროგრესისა და დიდების სიმბოლოს, ლურჯი ფერი სიმბოლოა ცისა და წყნარი ოკეანისა, თეთრი ფერი - თოვლით დაფარული ანდებისა და წითელი ფერი - ჩილეს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას დაღვრილი სისხლისა.

Correct! Wrong!

ალბანეთი - სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე. ალბანეთი ესაზღვრება: ჩრდილო-დასავლეთით მონტენეგროს, სერბეთს ჩრდილო-აღმოსავლეთით, ჩრდილოეთ მაკედონიას აღმოსავლეთით და საბერძნეთს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით. დედაქალაქი - ტირანა. ალბანეთის დროშა წარმოადგენს წითელ მართკუთხა ქსოვილს, რომლის ცენტრში გამოსახულია ორთავიანი ფრთებგაშლილი არწივის სილუეტი. წითელი ფერი წარმოადგენს სიმამაცეს, ძალასა და ვაჟკაცობას, ხოლო ორთავიანი არწივი ალბანეთის სუვერენულ სახელმწიფოს განასახიერებს.

Correct! Wrong!

ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკა - სახელმწიფო სამხრეთ აზიაში. მთელ პერიმეტრზე იგი ესაზღვრება ინდოეთს, მხოლოდ მცირე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ესაზღვრება მიანმარს. სამხრეთით ესაზღვრება ბენგალიის ყურეს. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია - დაკა. ბანგლადეშის დროშა მიღებულია 1972 წლის 17 იანვარს. დროშა წარმოადგენს მწვანე სივრცეს და მის ცენტრში არსებულ წითელ სფეროს. მწვანე ფერი განასახიერებს ისლამს, წითელი წრე ამომავალი მზეა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს წარმოადგენს.

Quiz | თუ გამოიცნობ, რომელი ქვეყნის დროშაა

არ არის კარგი შედეგი, მაგრამ არაუშავს, იმედი გვაქვს ჩვენი ქვიზის დახმარებით უფრო მეტი დროშის ცნობას შეძლებთ.

მშვენიერი შედეგია! ამ ქვიზის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო მეტი დროშის გამოცნობას შეძლებთ.

საუკეთესო შედეგია! როგორც ჩანს, დაინტერესებული ხართ დროშებით და ალბათ კიდევ უფრო მეტი დროშის გამოცნობას შეძლებდით.

Share your Results: