Quiz | თუ გამოიცნობ შენობებსა და მათ ისტორიას თბილისში

პროექტის მიხედვით, დამატებით რა ფუნქცია უნდა შეეთავსებინა ბარათაშვილის ხიდს?

Correct! Wrong!

თბილისში მდინარე მტკვრის სანაპიროები თორმეტი ხიდით არის დაკავშირებული. მათ შორისაა ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ხიდი, რომელიც 1965 წელს ქალაქის ცენტრში აშენდა. ინჟინერ გიორგი ქარცივაძის და არქიტექტორების – შოთა ყავლაშვილისა და ვლადიმერ ქურთიშვილის პროექტის მიხედვით აგებულ, ორბუჯიან, სამმალიან ხიდში თავდაპირველად დამატებითი ფუნქციები – სავაჭრო-საგამოფენო სივრცე და კაფე იყო ინტეგრირებული. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

რა ფუნქციის შენობა იყო თავდაპირველად დღევანდელი „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისი?

Correct! Wrong!

საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1967 წლის დადგენილებით გადაწყდა საავტომობილო გზების სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის აგება. მშენებლობა დაიწყო 1972 და დასრულდა 1975 წელს. რთული რელიეფის მქონე ნაკვეთი გაგარინის ქუჩასა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს შორისაა. მისი ფართობი 1.6 ჰექტარია, სიმაღლეთა სხვაობა კი 33 მეტრი. გზების მშენებლობის სამინისტროს ყოფილი შენობა აგებულია ,სივრცითი ქალაქის‘ მეთოდით. სივრცითი ქალაქის მეთოდი თვით ბუნების კანონების მიერაა შთაგონებული: ტყეები დედამიწის უდიდესი პოპულაციაა. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

ვის ეკუთვნის თბილისის სპორტის სასახლის გუმბათის კონსტრუქცია?

Correct! Wrong!

სპორტის სასახლის ცენტრალური ნაწილი გადაიხურა დავით ქაჯაიას მიერ შემუშავებული ანაკრები რკინაბეტონის გარსული კონსტრუქციით. გუმბათის დიამეტრი 76 მეტრია, ხოლო ამაღლების ისარი – 12.8 მეტრი. ის შედგება 480 ცალი წინასწარ დამზადებული ფილისაგან, რომლებიც ათ კონცენტრულ წრედ არის აწყობილი. ცენტრში დატოვებულია 13 მეტრი დიამეტრის ღიობი, რომელიც განიავებისთვის გამოიყენება. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

თბილისის რომელი უბნის რეკონსტრუქციის პროექტს ვხედავთ ფოტოზე?

Correct! Wrong!

1980-იან წლებში ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ არქიტექტორთა ჯგუფს ვლადიმერ ქურთიშვილის ხელმძღვანელობით, დაევალა მარჯანიშვილის ქუჩის მიმდებარე ერთი უბნის რეკონსტრუქციის გეგმის შემუშავება. 1970 წელს დამტკიცებული თბილისის გენერალური გეგმის და მის საფუძველზე შემუშავებული რეკონსტრუქციის პროექტის მიხედვით, მარჯანიშვილის ქუჩას უნდა შეესრულებინა მთავარი განივი ღერძის ფუნქცია. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა ფოტოზე გამოსახულ ნაგებობას?

Correct! Wrong!

1960 წელს, მთაწმინდის პლატოზე, ზღვის დონიდან 726 მეტრის სიმაღლეზე, აშენდა თბილისის პირველი პლანეტარიუმი. საპროექტო დავალების თანახმად, პლანეტარიუმის, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების დანიშნულება იყო ფართო საზოგადოებაში ასტრონომიის პოპულარობის ამაღლება. მას უნდა ჰქონოდა გუმბათით გადახურული აუდიტორია შემოსავლელი დერეფნით, ვესტიბიული და ადმინისტრაციის ოთახები. სამშენებლო მასალა – რკინაბეტონი. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

სად უნდა აშენებულიყო „საქალაქო აეროსადგური“?

Correct! Wrong!

გეგმაში მრგვალი, კოლოსალური მოცულობის „საქალაქო აეროსადგურის“ პროექტის ავტორები არიან დავით მობედაძე, თამაზ თევზაძე და თეიმურაზ კანდელაკი. პროექტი უნდა აშენებულიყო თბილისის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძთან – მეტრო და რკინიგზის სადგურ „დიდუბეს“ მიმდებარედ. შენობის ძირითადი ფუნქცია იყო მგზავრების მომსახურება, რეგისტრაცია და მათი მიყვანა 35 კილომეტრით დაშორებულ აეროპორტამდე. თბილისის საქალაქო აეროვაგზლის პროექტზე მუშაობა „თბილქალაქპროექტში“ 1983 წელს დაიწყო და ერთი წელი გაგრძელდა. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

ვის მიეძღვნა ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის და ალპურის კლუბი?

Correct! Wrong!

თბილისის ჭადრაკის და ალპური კლუბის შენობა საზეიმოდ გაიხსნა 1973 წელს ვერის (იმ დროს კიროვის) პარკში. შენობა, რომლის ავტორებიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური არიან, ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, იმ დროს 33 წლის ნონა გაფრინდაშვილს მიეძღვნა. მიუხედავად იმისა, რომ აქ თავიდანვე ალპური კლუბიც იყო განთავსებული, შენობას დღესაც ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ჭადრაკის სასახლეს“. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

რომელ საწყლოსნო კომპლექსს ხედავთ ფოტოზე?

Correct! Wrong!

თბილისის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს „ლაგუნა ვერეს“ სახელით ცნობილი საწყლოსნო კომპლექსი, რომელიც შოთა ყავლაშვილის, რამაზ კიკნაძის და გურამ აბულაძის პროექტის მიხედვით აშენდა. მის შუაგულში, ღია სივრცეში განთავსებულია სამი განსხვავებული ზომის საცურაო აუზი. 2013 წელს „ლაგუნა ვერემ“ ფუნქციონირება შეწყვიტა. [მასალა მომზადებულია თბილისის არქიტექტურის არქივის ინფორმაციებზე დაყრდნობით]

Quiz | თუ გამოიცნობ შენობებსა და მათ ისტორიას თბილისში
უკეთ შეგეძლო!

კარგი შედეგია, თუმცა გაუმჯობესება შეგიძლია!

ყოჩაღ! როგორც ჩანს, თბილისის შენობებს და მათ ისტორიას მშვენივრად იცნობ!

Share your Results: