როგორ გახსოვთ მუნიციპალური მარგალიტები

დაასახელეთ მუნიციპალიტეტი, რომელშიც ფოტოზე გამოსახული სკეიტბორდის მოედანი მოეწყო

Correct! Wrong!

რას „გაეცნო“ სენაკის საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად გასული წლის დეკემბერში?

Correct! Wrong!

სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, „საკრებულოს წევრი საბა ოდიშარია, მერიის მაღალჩინოსნებთან ერთად, პროექტ "საბავშვო არქეოლოგიის" მიმდინარეობას გაეცნო. არქეოლოგიური იარაღებით აღჭურვილმა ნორჩმა არქეოლოგებმა, ამჯერად, სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეებმა, იმიტირებულ გათხრებში მიიღეს მონაწილეობა; მოპოვებული ნივთები აღწერეს და ექსპონატების ფიქსაცია "ნორჩი არქეოლოგის საველე დღიურში" მოახდინეს“.

რომელ მუნიციპალიტეტში გაიმართა ეს ცნობილი ფოტოსესია?

Correct! Wrong!

მერობის კანდიდატის ბანერთან ხაშურის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები პოზირებდნენ.

რომელ მდინარეში იჭყუმპალავეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა?

Correct! Wrong!

ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, გაერთიანებული კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მდინარე წყალწითელაში იბანავეს.

დაასახელეთ მუნიციპალიტეტი

Correct! Wrong!

გოგა გულორდავას 3 იდენტური ბანერი წალენჯიხაში

ვინ არის გამოსახული ფოტოზე?

Correct! Wrong!

2020 წლის 7 თებერვალს Facebook-ზე გავრცელდა ლაგოდეხის მერის ჯონდო მდივნიშვილის ფოტო, რომელიც ფოტოშოპითაა დამუშავებული. ფოტო მოქალაქე სერგი ბერიანიძემ გაავრცელა. როგორც ის წერდა, მერმა ვერ მიუსწრო გზის დაგების სამუშაო პროცესს და ფოტომონტაჟი საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, მოგვიანებით კი წაშალა. ლაგოდეხის მერის ფოტო ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ჯონდო მდივნიშვილი ბევრი Meme-ის შთაგონების წყაროც გახდა.

რომელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ჩაერთო ფილტრები LIVE-ჩართვის დროს?

Correct! Wrong!

ნინოწმინდის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ვრეჟ მურადიანმა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საჩვენებლად პირდაპირი ეთერი ჩართო და მაყურებლები გაახალისა.

40 წარმატებული ქალისთვის 8 მარტის მისალოცად, რისი შესყიდვა გადაწყვიტა ოზურგეთის მერიამ?

Correct! Wrong!

ოზურგეთის მერიამ 2020 წლის თებერვალში გამოაცხადა ტენდერი, რომლის მიხედვითაც 40 წარმატებული ქალისთვის 8 მარტის მისალოცად მიქსერები უნდა შეეძინათ.

რა მოინახულა ტყიბულის მერმა?

Correct! Wrong!

2021 წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე მე-5 საბაშვო ბაგა-ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და სამუშაოთა მწარმოებელს გაესაუბრა. ფოტოს გადაღებიდან რამდენიმე თვეში ბავშვები განახლებულ ბაღში დაბრუნდნენ.

ფოტოზე ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ კოლეგებთან ერთად:

Correct! Wrong!

2021 წელს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქიამ კოლეგებთან ერთად მდინარე ზანაზე ახალი ნაპირსამაგრი ჯებირი მოინახულა.

რა დაათვალიერა თერჯოლის მერმა სოფელ ღვანკითში 2020 წელს?

Correct! Wrong!

2020 წელს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ლაშა გოგიაშვილი ღვანკითში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელში არსებული სპორტული მოედნის მიმდებარედ მოწყობილი გასახდელი დაათვალიერა.

რას დაესწრო 2020 წელს ისნის გამგებელი?

Correct! Wrong!

2020 წელს ისანში „უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ახალი ლიფტის" გახსნას ისნის რაიონის გამგებელი, კახა ლაბუჩიძე დაესწრო.

2018 წელს ვისთან ერთად პოზირებდა ფოტოზე ქუთაისის საკრებულოს წევრი კახაბერ ბოჭორიშვილი და მისი კოლეგა?

Correct! Wrong!

რა მოინახულა სამტრედიის მერის მოადგილემ წიაღუბანში?

Correct! Wrong!

2021 წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, წიაღუბანში აღდგენილი წყლის მაგისტრალი დაათვალიერა.

რომელ მუნიციპალიტეტში მდებარეობს ეს სივრცე?

Correct! Wrong!

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მზიანეთში, გაშლილ მინდორზ 5 სკამი და ორი სავარჯიშო მოწყობილობა დაამონტაჟეს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, სპორტული ტრენაჟორები მოსახლეობის თხოვნით დაიდგა. ამ სივრცის მოსაწყობად თანხები სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოიყო და მომსახურება მუნიციპალიტეტმა ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.

რას აღნიშნავდა 2019 წელს ზაურ დარგალი თავისივე გამოსახულებიანი ტორტით?

Correct! Wrong!

2020 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტორტი მიართვეს. ტორტზე ზაურ დარგალი იყო გამოსახული. ასევე 2019 წელს, როგორც მარნეულის მერობის კანდიდატმა, მან საკუთარ შტაბში თავისივე გამოსახულებიანი ტორტით აღნიშნა გამარჯვება.

როგორ გახსოვთ მუნიციპალური მარგალიტები
მუნიციპალიტეტების სიახლეებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ

როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტების Facebook-გვერდებს თვალს საერთოდ არ ადევნებთ. არა უშავს, მეტი დაგვრჩება!
დამაკმაყოფილებელი შედეგია

საუკეთესო შედეგი არ არის, მაგრამ თქვენი შედეგი ჯილდოს მაინც იმსახურებს!
ჩემპიონის შედეგია!

შესაშური მეხსიერება გაქვთ. როგორც ჩანს, მუნიციპალიტეტების ოფიციალურ გვერდებსაც თვალს ხშირად ადევნებთ.

Share your Results: