Quiz | როგორ იცნობ ქართველ მოდერნისტ მხატვრებს?

ვინ არის ამ ნამუშევრის ავტორი?

Correct! Wrong!

დავით კაკაბაძე ქართული მოდერნიზმის, XX საუკუნის დასაწყისის ავანგარდული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. 1919-1927 წლებში დ. კაკაბაძე ცხოვრობდა პარიზში. სწორედ პარიზში შექმნა ზემოთ გამოსახული ნამუშევარი - „ბრეტანი“ (1921), რომელიც შემადგენელი ნაწილია ბრეტანის სერიისა. კაკაბაძემ საფრანგეთში ყოფნის დროს შეასრულა კუბისტური სერიები და აბსტრაქციები.

რომელი ნაწარმოების მიხედვით შეასრულა ნახატი ლადო გუდიაშვილმა?

Correct! Wrong!

ლადო გუდიაშვილმა სურათი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობის „ქრისტინეს“ მიხედვით შეასრულა. ნინოშვილის ამ ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ალექსანდრე წუწუნავამ 1916-18 წლებში გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი „ქრისტინე“. ლადო გუდიაშვილი XX საუკუნის ქართული ავანგარდული მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. იგი იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გუდიაშვილის რამდენიმე გამოფენა მოეწყო საფრანგეთში, რასაც მაშინდელი კრიტიკოსების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

რომელი ქალაქია გამოსახული ვალერიან სიდამონ ერისთავის ამ ნამუშევარზე?

Correct! Wrong!

„ძველი თბილისი _ მილიციელი“, ასე ჰქვია ვალერიან სიდამონ ერისთავის ამ ნახატს. ის XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელია. ის იყო ფერმწერი, გრაფიკოსი, კარიკატურისტი, თეატრისა და სკინოს მხატვარი.

ვისი პორტრეტი დახატა ირაკლი გამრეკელმა?

Correct! Wrong!

ეს არის ტიციან ტაბიძის პორტრეტი. ირაკლი გამრეკელი თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო. ის სწავლობდა სამედიცინო მიმართულებით. თუმცა მან სწავლა მიატოვა. ის კოტე მარჯანიშვილმა აღმოაჩინა, როცა მისი ესკიზები ნახა და რუსთაველის თეატრში მიიწვია სამუშაოდ. მან საკუთარი თავი ავანგარდულ სტილში იპოვა. მას აინტერესებდა თანამედროვე ქალაქი და მისი არქიტექტურა. ირაკლი გამრეკელი ქართული მემარცხენე მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია;

ვინ არის ავტორი?

Correct! Wrong!

ოცხელის ესკიზი სპექტაკლისათვის „ჯოი სტრიტი“. პეტრე ოცხელი ქართული ავანგარდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას მოსწონს სისადავე, ლაკონურობა, აბსტრაქტული და გეომეტრიული კომპოზიციები. მის ნამუშევრებში აისახება მოდერნისტული მიმდინარეობის, კონსტრუქტივიზმის გავლენა. საბჭოთა კულტურის პოლიტიკა ეწინააღმდეგებოდა მოდერნიზმს, სწორედ ამიტომ ისიც დევნის ობიექტი ხდება. 1937 წელს ის დააპატიმრეს და დახვრიტეს.

ვინ არიან ფოტოზე გამოსახული?

Correct! Wrong!

რა ერქვა ქართველ ფუტურისტთა ჟურნალს/გაზეთს რომელიც ირაკლი გამრეკელმა გააფორმა?

Correct! Wrong!

1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტული ჟურნალი “H2SO4”, რომელშიც შევიდა ქართველ ფუტურისტ მწერალთა და მხატვართა შემოქმედება. ჟურნალი გამოირჩეოდა წყობით, დიზაინითა და შინაარსით ზოგადად იმ პერიოდის ფუტურისტული და დადაისტური ბეჭდვითი პროდუქციისაგან.

ვინ არის ავტორი?

Correct! Wrong!

„ქალაქი“ - ასე ჰქვია შალვა ქიქოძის ამ ნახატს. შალვა ქიქოძე დაიბადა 1894 წელს გურიის სოფელ ბახვში (ოზურგეთის რაიონი). თანამშრომლობდა იუმორისტულ ჟურნალებთან. აქვეყნებდა საზოგადოებისთვის ცნობილი პირების კარიკატურებსა და შარჟებს. იგი თეატრის მხატვარიც იყო.ქიქოძის ფერწერისთვის დამახასიათებელია ექსპრესიულობა, გამომსახველობა, მკაფიო კონტურები.

ვისი ნამუშავარია?

Correct! Wrong!

კირილე ზდანევიჩი იყო პოლონური წარმოშობის ქართველი ფუტურისტი მხატვარი, ილუსტრატორი. ის მეოცე საუკუნის დასაწყისში პარიზში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ფუტურისტული გაერთიანებების წევრი გახდა. ის სხვადასხვა სტილში სცდიდა მის თავს, მათ შორის, კუბიზმი, პრიმიტივიზმი. მისი შემოქმედება ეკლექტურია. ის ასევე გახდა ორგანიზაცია „მემარცხენეობის“ წევრი, რომელიც სხვადასხვა მხატვრებს, მწერლებსა და რეჟისორებს აერთიანებდა. კირილესა და მის ძმის ილიას სახელს უკავშირდება ნიკო ფიროსმანის აღმოჩენაც.

ვინ არის ავტორი?

Correct! Wrong!

დავით კაკაბაძე, „იალქნიანი ნავები“

Quiz | როგორ იცნობ ქართველ მოდერნისტ მხატვრებს?

თქვენ, სამწუხაროდ, არ იცნობთ მეოცე საკუნის ქართველ მოდერნისტ მხატვრებს. ისინი, თავისი შემოქმედებით არ ჩამოუვარდებოდნენ მსოფლიო მოდერნისტულ ტენდენციებს და ახალ სიტყვას ამბობდნენ.

ყოჩაღ! თქვენ იცნობთ ქართულ მოდერნიზმს, მეოცე საუკუნის ამ საინტერესო პერიოდს, როდესაც ქართველმა მხატვრებმა ახალი სიტყვა თქვეს ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში.

გილოცავთ! თქვენ ძალიან კარგად იცნობთ ქართულ მოდერნისტ მხატვრებს და მე-20 საუკუნის ამ შესანიშნავ, მრავალფეროვან პერიოდს, რომელიც, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა.