წულაძე: გლდანის პენიტენციურში დაბრუნებას მხარს არ ვუჭერთ

პუბლიკა

ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სამედიცინო კონსილიუმის ჯგუფის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეორე დასკვნა მოამზადეს. დასკვნას 9 ექიმი აწერს ხელს და კონსენსუსით მომზადდა.

ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილში გამოხატულია ზომიერი და მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

მისი თქმით, ის გლდანის ციხეში მის გადაყვანას არ ეთანხმება, რადგან პაციენტს აქვს პოსტტრავმული აშლილობა და იმ გარემოში დაბრუნება სადაც სტრესი მიიღო ვერ იქნება რეკომენდებული.

„პაციენტის მდგომარეობა რჩება საყურადღებო. ნევროლოგიური სიმპტომატიკიდან გარკვეული პათოლოგია რჩება – ზოგადი სისუსტე, წონასწორობის დარღვევა, გამოხატულია ანემია. ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაწილში გამოხატულია ზომიერი და მძიმე დეპრესია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა.

ჩვენი რეკომენდაციები თავიდანაც იყო ფსიქოთერაპიაზე, ახლაც ვაკეთებთ ამაზე აქცენტს. ფიზიკური რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია, რადგან ნევროლოგიური დაავადებები არ სრულდება ერთ დღეში. რეაბილიტაციას ხელს უშლის დეპრესიაც და პოსტტრავმული სტრესული აშლილობაც” – განაცხადა წულაძემ.

კითხვაზე რეკომენდებულია თუ არა კლინიკიდან მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა უპასუხა:

„ადამიანს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა აქვს ეს ნიშნავს, რომ ტრავმა ზუსტად იქ მიიღო, გლდანში, ამიტომ იქ გადაყვანას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობა არ უნდა მოხდეს იმ გარემოში სადაც ის მიიღო, რომელიც იმ სტრესს აგონებს.

იგულისხმება პოსტტრავმულ სტრესში ე.წ.შუმოკები, გადაყვანის, დაპატიმრების სტრესი. ძველი სტრესებიც მოჰყვება ამას, ამ გარემოებებმა განუახლა და ესეც საგულისხმო. ჩვენ რაც ვნახეთ ისტორიაში გადაჭარბებული დოზით პაციენტს არ მიუღია კეტილეპტი, ერთ -ერთ კონსილიუმში იყო ისეთი დოზით, რომელსაც არ ვეთანხმებით მაგრამ ტოქსიური დოზით არ იყო მიცემული.“ – განაცხადა თენგიზ წულაძემ.