წულუკიანი: ან შეთავაზებაზე წამოვლენ, ან გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული

პუბლიკა

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები ან შედეგით დასრულდება და ჩვენს შეთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და მოუწევთ გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული“ – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამთავრობო მედიის, POSTV-ის ეთერში სტუმრობისას, შალვა რამიშვილთან ინტერვიუში.

იგულისხმება მოლაპარაკებათა რაუნდები, რომელსაც ხელისუფლება და ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მართავს. ბოლო შეხვედრისას ხელისუფლებამ წამოაყენა იდეა, რომ საარჩევნო სისტემა გახდეს არა სრულად პროპორციული, რისი პირობაც მმართველმა პარტიამ თავის დროზე გასცა და შემდეგ გადაიფიქრა, არამედ, შეიცვალოს თანაფარდობა და მაჟორიტარებისა და პროპორციული სიით არჩეული დეპუტატების თანაფარდობა 73-77-ზეს ნაცვლად გახდეს 50-100-ზე.

შეგახსენებთ, რომ ამ შეთავაზებას ოპოზიცია მიუღებლად მიიჩნევს.