ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოზე ევროპარლამენტის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ვიღაცას უშლის ხელს და ეს ის ძალებია, რომლებიც რეზოლუციის ტექსტიდან მიშას ციხიდან გამოშვებას მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“.
„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამოუშვი მიშა სააკაშვილი და იქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რომ უმკურნალე, იქ პირდაპირ წერია რომ გამოუშვი. ასევე ყველამ ვიხილეთ, რომ ქალბატონი გიული, მიშას დედა იყო მიწვეული ევროპარლამენტში. ჩვენ არასოდეს გვინახავს მოლაშვილის მშობელს დალაპარაკებოდეს რომელიმე ევროპარლამენტარი, ეს გვარები და სახელები. მე არ მახსოვს მაგალითად, რომ ირინა ენუქიძის სანახავად ჩამოსულიყო რომელიმე ფოტიგა და ეკითხა, რა ხდება ქალბატონო ირინა, რა გაგჭირვებია, როგორც დედას“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიში და შესაბამისი რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს დაამტკიცეს. ტექსტში კენჭისყრამდე 220 შესწორება შევიდა. რეზოლუციაში საუბარია პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებაზე, როგორც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციონერების წინააღმდეგ და დეოლიგარქიზაციის საჭიროებაზე.