წულუკიანი სააკაშვილზე: ბატონო ზელენსკი, ასეთი ადამიანის ადგილი საპატიმროშია

პუბლიკა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი უკარინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ეხმაურება. მინისტრის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ პირვველ რიგში უკრაინის პრეზიდენტსა და მის გუნდს უსურვებს გამარჯვებას ამ საზარელ ომში.

„წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში.

ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი“,-  განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის გათავისუფლებას წყვეტს დამოუკიდებელი სასამართლო და არა მთავრობა, ხოლო მიხეილ სააკაშვილზე ზრუნავს შესაბამისი უწყება – იუსტიციის სამინისტრო.


მიხეილ სააკაშვილის შესახებ გუშინ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ისაუბრა. მან  მიმართა საქართველოს მოსახლეობასა და ხელისუფლებას, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში.