კულტურისა და სპორტის მინისტრის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტს აგინა.
ჟურნალისტი მას დაუკავშირდა და თეა წულუკიანისა და ქეთა გაბიანის დავაზე კომენტარი სთხოვა:
- ჟურნალისტი: ბატონო ნუგო, თეა წულუკიანმა რომ სასამართლო მოუგო ქეთა გაბიანს, ამასთან დაკავშირებით გირეკავთ.
- ნუგო კაკულია: რა გინდა, შე დედამო**ნულო, რატომ მირეკავთ?
„ტელეკომპანია პირველი“ საუბრის აუდიოჩანაწერსაც ავრცელებს.
ჟურნალისტმა ნუგზარ კაკულიასთან კომუნიკაციის მოტივად განმარტა, რომ თეა წულუკიანმა მოქალაქეს უჩივლა სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო, იმ ფონზე, როცა მისი ქმარი საჯარო სივრცეში ხშირად იგინება.
კულუტურის და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი დავა მოქალაქე ქეთა გაბიანთან წულუკიანის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქეთა გაბიანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
საქმე ეხება ქეთა გაბიანის მიერ 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც გაბიანი თეა წულუკიანს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს და წერს, რომ ის „უნდა დამარხოს“.