„წყეულიმც იყოს" - დმიტრი გორდონი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა დმიტრი გორდონმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ივაჭროს რუსეთთან.

„მე წავიკითხე რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს ივაჭროს რუსეთთან ქართული პროდუქტებით და ამაში ამორალურს ვერაფერს ხედავს. წყეულიმც იყოს იგი, როცა უკრაინა სისხლის გუბეშია მას რუსეთთან ვაჭრობა სურს”. – თქვა გორდონმა.

მისი თქმით,  კარგად იცის, რომ საქართველოს და უკრაინას ერთი მტერი ჰყავს – პუტინის რუსეთი. რომ ესაა ადამიანი, რომელმაც მიითვისა და დაიპყრო საქართველოს ნაწილი.

„თუ კი საქართველოს მთავრობის რომელიმ წევრს ჩაფიქრებული აქვს, ითამაშოს რუსეთთან, პირჯვარი გადაიწეროს, რადგან ქართველი ხალხი გამოიყვანს მათ კაბინეტებიდან”. – ამბობს ჟურნალისტი.

დმიტრი გორდონის თქმით, ის საქართველოში ხედავს ერთობას უკრაინის ტკივილის გარშემო. „ამას ვგრძნობთ და მადლობას გიხდით, მადლობას ვუხდით იმ ასიათაოსობით ქართველს, რომელიც ფეხზე დგას” – თქვა გორდონმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ „შესაძლებლობა” უწოდა რუსეთის მიერ ქართული კომპანიებისთვის ბაზრის გახსნას.  „რამდენიმე დღის წინ მივიღეთ პასუხი, რომ ამ 15 კომპანიისთვის დაშვებული იქნება ეს ბაზარი. ეს არის მთელი პროცესი და ეს არის შესაძლებლობა ჩვენი კომპანიებისთვის, რომ მათ დაგეგმონ მეტი წარმოება და ბოლომდე აამუშაონ სიმძლავრეები და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ჰქონდეთ კონკრეტული გეგმები.“ – განაცხადა შამუგიამ.