ყაჩაღური თავდასხმისას წალკაში 85 წლის მამაკაცი მოკლეს - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ცნობით, მათ წალკაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის  ბრალდებით ორი პირი: 1979  წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.შ.  და  1993 წელს დაბადებული  ნ. ბ. დააკავეს.

ჩადენილი დანაშაულები 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით,  ბრალდებულები წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში, ღამით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1934 წელს დაბადებულ ა.ა.-ს საცხოვრებელ სახლს და მას ფული მოსთხოვეს. წინააღმდეგობის გაწევის  შემდეგ, ერთ-ერთმა   თავდამსხმელმა ა.ა.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც   იგი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა  მ.შ.   წალკაში,  ნ. ბ.   კი  რუსთავში  დააკავეს.

მ.შ.-ს ბრალი ედება განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში,  ნ.ბ.-ს  კი – ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლისა და და 179-ე მუხლის მე-2  და  მე-3 ნაწილების „ბ“ ქვეპუნქტებით.

LB loan image desktop LB loan image mobile