ყოფილი ტელეწამყვანი დონარა კინწურაშვილი გარდაიცვალა

პუბლიკა

ავადმყოფობის შემდეგ, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა დონარა კინწურაშვილი, საქართველოს ტელევიზიის ყოფილი დიქტორი და წამყვანი, – ინფორმაციას ამის შესახებ „პირველი არხი” ავრცელებს.

„დონარა კინწურაშვილი 1963 წელს, 21 წლის ასაკში მოვიდა ტელევიზიაში და 45 წელი იმუშავა.

ის იყო არაერთი გადაცემის, მათ შორის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი.

80-იანი წლების მაყურებელს კარგად ახსოვს გადაცემა „ცეროდენას ეკრანი“, რომელიც დონარა კინწურაშვილს მიჰყავდა”, – წერს საზოგადოებრივი მაუწყებელი.

LB loan image desktop LB loan image mobile