YouTube და Google-ის სხვა სერვისები არ მუშაობს

პუბლიკა

ვიდეოების საერთაშორისო პორტალი YouTube არ მუშაობს. ვიდეოების ვებგვერდი საერთოდ არ იტვირთება, – ამის შესახებ მომხმარებელი სოციალურ ქსელში წერს. შეფერხების შესახებ წერს საერთაშორისო მედიაც.

რამ გამოიწვია ტექნიკური შეფერხება, ამ ეტაპზე უცნობია.

გათიშვამ, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა Google-ის ყველა სხვა სერვისზე: პრობლემები შეექმნა Gmail-ს, Google Drive-ს და მის სხვა პლატფორმებს. ამის მიუხედავად, Google-ის საძიებო გვერდი ჩვეულებრივ მუშაობს.

შენიშვნა: აღნიშნული სერვისების მუშაობა აღდგა.