ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს - NDI

პუბლიკა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის.

კვლევის მიხედვით, დასმულ შეკითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – პასუხები ასე გადანაწილდა:

მოსალოდნელია – 15 %

არ არის მოსალოდნელი – 82 %

არ ვიცი – 3 %

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა 17-23 მარტის პერიოდში ჩაატარა. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.