Tbilisi Pride-ის ხელმძღვანელი და პრაიდის კვირეული ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას აფასებს.
მისი თქმით, ქვეყანას უპასუხისმგებლო პრემიერ-მინისტრი ჰყავს.
„ნაცობა დაგვაბრალა ღარიბაშვილმა. ყოვლად უპასუხისმგებლო პრემიერ-მინისტრი გვყავს. ზუსტად ისეთივე ბნელი, როგორც ეს ველური ხალხი, კარვებს რომ გლეჯენ ახლა.
…არ შეიძლება ეს სიველურე მოსაწონი და მისაღები იყოს. ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფო“, – წერს გიორგი თაბაგარი.
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად მარშის ჩატარება და მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველის გამზირის ნაცვლად სხვა ალტერნატიული ლოკაცია შეარჩიონ.
დღეს, 5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით ღირსების მარშის გამართვაა დაგეგმილი. მათ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები არიან შეკრებილი. პრაიდის წინააღმდეგ არაერთი განცხადება გააკეთა საპატრიარქომაც.