ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე პლატფორმა „ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გადაყვანილია პოლიციაში. ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ წამყვანმა თათია გაბრიჭიძემ პლატფორმის „საგანგებო ეთერით“ განაცხადა.
„„ალტ-ინფოს“ ყველა წევრი გადაყვანილია განყოფილებაში. ჩატარდა ყველა წევრის ბინის ჩხრეკვა. ჩამოვთვლი ყველა პირის სახელსა და გვარს – შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, ზურა მახარაძე, ირაკლი ყიზილაშვილი და კოკა მორგოშია. ვერ გეტყვით, არიან დაკავებულები თუ ეს არის რიგითი პროცედურა, როგორც ისინი არქმევენ ხოლმე. ვიცით ერთი, რომ ეს არის უკვე მეორე გამოკითხვა და ალბათ იქნება საკმაოდ ხანგრძლივი. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამართალდამცავები მოვლენ „ალტ-ინფოს“ ოფისში“, – ამბობს წამყვანი.
როგორც თათია გაბრიჭიძე მიიჩნევს, „ამის ერთადერთი მიზეზი არის შეკვეთა დასავლეთიდან და მისივე თქმით, „ეს არის ლიბერალური რეპრესია“.
განახლება
„ალტ-ინფოს“ ახალ „საგანგებო ეთერში“ წამყვანი კითხულობს ჯამში 17 პირის სახელს და გვარს, რომლებიც, თათია გაბრიჭიძის ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოებში არიან გადაყვანილები და რომელთა სახლშიც ჩატარდა ჩხრეკა. ესენი არიან:
- ზურა მახარაძე;
- შოთა მარტინენკო;
- ირაკლი ყიზილაშვილი;
- გიორგი ქარდავა;
- კონსტანტინე მორგოშია;
- თეიმურაზ ბოკერავაძე;
- ბექა ბერიშვილი;
- რამაზ გაგნიძე;
- გურამ ფალავანდიშვილი;
- ალექსანდრე ფალავანდიშვილი;
- ლევან ჩაჩუა;
- ელგუჯა იაშაღაშვილი;
- გიორგი მახარაშვილი;
- ონისე ბერაძე;
- ბექა ბრეგვაძე;
- ზურაბ არველაძე;
- გიგა გიმზერიძე.
პოლიციაშია არიან გადაყვანილები მოძრაობა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები – ჰომოფობიური, ქსენოფობიური, სექსისტური და ულტრამემარჯვენე განწყობების მქონე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი, ალექსანდრე ფალავანდიშვილიც.