ყველა მძევალი თავისუფალია, სპეცოპერაცია გრძელდება - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა მძევალი თავისუფალია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, სპეცოპერაცია კი გრძელდება.

ამის შესახებ უწყების წარმომადგენელმა ქეთი კოვზიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, დამატებით ინფორმაციას მედიას ვერ მიაწვდის, რადგან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მან დაადასტურა, რომ ბანკში მყოფი სავარაუდო თავდამსხმელი შეიარაღებულია.

უწყების ცნობით, ყვარელში, ჭავჭავაძის გამზირზე „საქართველოს ბანკში“ მყოფი სავარაუდო თავდამსხმელის გამოყვანის ოპერაცია, ასევე, მისი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.