ყველანაირი შედეგისთვის ვიყავი მზად, მაგრამ მოსამართლემ მოახერხა და გაგვაოცა - დვალი

პუბლიკა

საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ კომპანია ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.

„მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყველანაირი შედეგისთვის ვიყავი მზად, მოსამართლემ მოახერხა და გაგვაოცა, ფაქტობრივად უარი გვითხრა იმ მოტივით, დეტალები, რა თქმა უნდა, ცოტა ხანში გახდება ცნობილი, თუმცა დააზუსტა უკვე დღეს რომ მთავარი მიზეზი რის გამოც უარს გვეუბნება არის ის, რომ ქიბარ ხალვაში თურმე ყოფილა კეთილსინდისიერი შემძენი, ეს იმდენად დიდი აბსურდია, რომ … ზუსტად ეს არის პირდაპირ თქმა იმისი, რომ არ მაინტერესებს თქვენი არგუმენტაცია. შეიძლება რაღაც სადავო გვქონოდა ჩვენ, მაგრამ ეს არ იყო სადავო არანაირად, სქემა, რომელშიც ყველა მტკიცებულებაა, მათ შორის ქიბარ ხალვაშის აღაიარებაც, სხვა ყველა წევრის აღიარებაც ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში, თავისი ჩვენებებით, პირიქით აღიარებაა რომ ეს ყველაფერი იყო ძალადობრივად გაკეთებული.

რა თქმა უნდა გავასაჩივრებთ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დღევანდელმა პროცესმა სახე დაგვანახა ჩვენი სასამართლოსი. აი ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების აღდგენილი სამართალი, მე ვიცი რომ შემდეგ სასამართლოშიც ალბათ იგივე გველის, მაგრამ ჩვენ აუცილებლად, ბოლომდე, სტრასბურგამდე მივალთ, ჩალით არ არის ეს ქვეყანა დახურული“,- განაცხადა დავით დვალმა „ტვ პირველის“ ეთერში.

საუბარია ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელზე, ქიბარ ხალვაშისა და პაატა კარსანიძის მიმართ წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრში წილის რეგისტრაციის გაუქმებისა და შპს-ს წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის შესახებ.

2021 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” (TI) „რუსთავი 2-ის” საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა.

როგორც TI წერდასაქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოიკვეთარომ დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნები საფუძვლიანია და ისინი უნდა დაკმაყოფილდეს.