„ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები“ - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ხალხის ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80-85% უჭერს მხარს, ყველას გვინდა, რომ ვიყოთ ცოცხლები, იყოს მშვიდობიანი, ძლიერი ქვეყანა და გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროკავშირი და ევროპა ჰქვია და არა განადგურებული, დაბეჩავებული, დანგრეული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან თქვა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს ომს, რადგან ომის დაწყების შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

„პირველ რიგში, ომი არ დაიწყება, საქართველოში იქნება მშვიდობა, სიმშვიდე. ეს არის ქართველი ხალხის დაკვეთა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხალხის ინტერესები, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება იყოს პირველ ადგილზე წამოწეული. ქვეყანამ ომი რომ დაიწყოს, სტატუსი კი არა, ქვეყანა აღარ დარჩება. ეს იქნება უდიდესი პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.


რამდენიმე თვეა, საქართველოს ხელისუფლება ავითარებს კონსპირაციულ თეორიას, თითქოს დასავლეთი ცდილობს, რუსეთთან ომში ჩაითრიოს საქართველო. ამ თეორიას კელი დეგნანმა, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რუსული დეზინფორმაცია უწოდა. 

LB loan image desktop LB loan image mobile