ზახაშვილის თქმით, 9 აბიტურიენტი, რომლებსაც კვლევები უტარდებათ, საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან

პუბლიკა

დღეს განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მყოფ ერთ-ერთ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. გამოცდის დღეს მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფ 9 აბიტურიენტსა და დამკვირვებლებს შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, ექსპოზიციის რისკის ქვეშ მყოფი ყველა პირი იდენტიფიცირებულია და თითოეული მათგანი, საუბარია 9 აბიტურიენტზე, შემდეგ გამოცდებზე გავლენ და განთავსდებიან სპეციალურ სარეზერვო სივრცეებში. მისი თქმით, ამ აბიტურიენტებს საგამოცდო პროცესში წყვეტა არ ექნებათ.