ზახაშვილის თქმით, თელავსა და ბოლნისში ჩატარებული კვლევის მონაცემები დამუშავების პროცესშია

პუბლიკა

თელავში, ბოლნისსა და თბილისში ჩატარებულ სეროპრევალენტობის კვლევებზე დასმულ კითხვებს უპასუხეს ამირან გამყრელიძემ და გადამდებ დაავადებათა კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა, რომელიც ბოლნისსა და თბილისში სეროპრევალენტობის კვლევებს ხელმძღვანელობდა.

„ძალიან დეტალურად ამჯერად თავს შევიკავებ, მონაცემები დამუშავების პროცესშია და ექსტრაპოლაცია სჭირდება. გეტყვით, რომ კვლევა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იყო ჩატარებული. შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ მოწოდებული სიებიდან შემთხვევით პრინციპით შეირჩნენ გამოსაკვლევი პირები. ბოლნისსა და თელავში კვლევა 18 წელს ზემოთ ასაკის მოსახლეობაში ჩატარდა. შედეგებმა აჩვენა ის, რასაც მოველოდით – ბოლნისის შემთხვევაში ერთ შემთხვევაში გამოვლინდა ინფიცირება, თელავში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა. ორი კვლევა ჩატარდა სწრაფი ტესტით, ერთი – ანტიგენის არსებობაზე შესამოწმებელი ტესტით, მეორე – ანტისხეულების ტესტი [G ანტისხეულის არსებობაზე დაფუძნებული] ყველა დადებითი შედეგი გადამოწმდა pcr მეთოდით. მიღებული შედეგები გაანალიზდება“.

სეროპრევალენტობის კვლევა ზოგად პოპულაციაში ვირუსის გავრცელების მასშტაბებს სწავლობს.