საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსთან საბრძოლველად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას ტვიტერის გვერდზე ეხმაურება და მადლობას უხდის ევროკავშირს გვერდში დგომისათვის.
„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერას. მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედებას შეარბილებს, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფხვრელად“, – წერს ზალკალიანი.
We highly appreciate #EU #Solidarity & support 2 tackle #COVID in #Georgia. Grateful 4 over €20 mln new funds 2 mitigate impact of pandemic on our health system incl. purchase of medical equipment & around €70 mln redirected funds to alleviate socioeconomic consequences
— David Zalkaliani (@DZalkaliani) March 30, 2020