ზაპოროჟიეში, სადაც IAEA-ს ექსპერტთა ჯგუფი უნდა ჩავიდეს, სროლის ხმა ისმის - უკრაინული მედია

პუბლიკა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ექსპერტთა ჯგუფი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურში არსებული მდგომარეობის შესასწავლად დღეს „ნაცრისფერ ზონაში“ გადავიდა.

Interfax-Ukraine-ის კორესპონდენტის ცნობით, მისიის გავლისას რუსების მხრიდან  ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა ისმოდა.

მანამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მისია ნოვოალექსანდრივკას საგუშაგოზე, ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 20 კილომეტრში იდგა და ელოდა უშიშროების სამსახურის ნებართვას გზის გასაგრძელებლად.

1 სექტემბერს, დილით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეში გაემგზავრა, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

უკრაინული ბირთვული ენერგიის ოპერატორის Energoatom-ის განცხადებით, ენერჰოდარის დაბომბვის შედეგად დღეს ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მეხუთე რეაქტორი გამოირთო და ამუშავდა საგანგებო უსაფრთხოების სისტემა. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზი დამხმარე საჭიროებებისთვის.