ზელენსკი ახალი რონალდ რეიგანია, მსოფლიო მას დიდი ხანია ელოდება - სააკაშვილი

პუბლიკა

„ზელენსკი არის ახალი რონალდ რეიგანი და ბორის ჯონსონი – ახალი ტეტჩერი. მსოფლიო მათ დიდი ხანია ელოდება“, – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი.


რუსეთი უკვე მეხუთე დღეა, უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. ინტენსიურად იბომბება ქალაქები – კიევი, ბორისპოლი, ნიკოლაევი, ვასილკოვი, ხარკოვი.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა. რუსეთის ომს უკრაინაში წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღირება. აგრესიის საპასუხოდ, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს მძიმე ფინანსური სანქციები დაუწესეს.