„ზელენსკი გასულ კვირას მკვლელობას, მინიმუმ, სამჯერ გადაურჩა“ - The Times

პუბლიკა

„უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი გასულ კვირას მკვლელობას მინიმუმ სამჯერ გადაურჩა“ – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მოსაკლავად გაგზავნილი იყო ორი განსხვავებული რაზმი – კრემლის მიერ მხარდაჭერილი რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ და ჩეჩნეთის სპეცრაზმი.

როგორც The Times-ი წერს, ზელენსკის უსაფრთხოების სამსახურის გუნდმა თავდასხმები აღკვეთა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის იმ თანამშრომლების მიერ გაცემული ინფორმაციით, რომლებიც უკრაინაში ომს ეწინააღმდეგებიან.

გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებას კიევში ჰქონდა დანაკარგი და ზელენსკის უსაფრთხოების გუნდი კარგად იყო ინფორმირებული მათი ქმედებების შესახებ.