ზელენსკი მადლობას უხდის მარინა ოვსიანიკოვას, რომელიც პირდაპირ ეთერში „არა ომს“ ბანერით გამოჩნდა

პუბლიკა

„მადლობელი ვარ იმ რუსების, რომლებიც არ წყვეტენ სიმართლის გადმოცემას; მათ, ვინც ებრძვის დეზინფორმაციას და სიმართლეს ეუბნება მეგობრებსა და ახლობლებს; და პირადად იმ ქალის, რომელიც ომის საწინააღმდეგო პლაკატით შევიდა „პირველი არხის“ სტუდიაში. მათ, ვისაც არ ეშინია პროტესტის“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვაში განაცხადა.

ამით უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ რედაქტორის, მარინა ოვსიანიკოვას პროტესტს პირდაპირ ეთერში.

ზელენსკიმ რუს ხალხს მიმართა, რომ „შანსი არ უნდა დაკარგონ“.

„სანამ თქვენი ქვეყანა მთლიანად არ ჩაიკეტა მთელი მსოფლიოსგან და ძალიან დიდ ჩრდილოეთ კორეად გადაიქცა, თქვენ უნდა იბრძოლოთ. თქვენ არ უნდა დაკარგოთ თქვენი შანსი“, – ამბობს ზელენსკიმ მიმართვაში.


რუსულ ტელეარხ „პერვი კანალზე“ საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ დროს ერთ-ერთი რედაქტორი, მარინა ოვსიანიკოვა ტელეწამყვანის ფონზე პირდაპირ ეთერში პლაკატით გამოჩნდა, რომელზეც წარწერა იყო: „არა ომს, შეაჩერეთ ომი, არ ენდოთ პროპაგანდას, აქ თქვენ გატყუებენ“.

ცნობილია, რომ ადვოკატები ჟურნალისტს უკვე 12 საათია ვერ პოულობენ. ინფორმაციას ამის შესახებ Настоящее Время ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ მარია ოვსიანიკოვას, რომელიც რუსეთის პირველ არხზე უკრაინაში ომის საწინააღმდეგო ბანერით გამოჩნდა, ადვოკატები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან.