ზელენსკი: მინდა გავახსენო დიდ ძალებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას, სადაც მან უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრაზე ისაუბრა. „ერთია, რომ თუკი ეს მცირე შეჭრა იქნება, ჩვენ შემდეგ მოგვიწევს კამათი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და რა – არა“, – თქვა ბაიდენმა პრესკონფერენციაზე.

“მინდა გავახსენო დიდ სახელმწიფოებს, რომ არ არსებობს მცირე შეჭრა და პატარა ერები. ისევე როგორც არ არსებობს მცირე მსხვერპლი და მცირე მწუხარება საყვარელი ადამიანების დაკარგვის გამო. ამას ვამბობ როგორც დიდი ძალის, უკრაინის პრეზიდენტი.” – წერს ზელენსკი Twitter-ის გვერდზე.

LB loan image desktop LB loan image mobile