ზელენსკი საუდის არაბეთში შეხვედრაზე: უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში. მედიის ცნობით, ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას ამ კვირაში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებში ომის დასრულების შესახებ და არ მიიღებს მოლაპარაკებების შედეგს, თუ უკრაინა არ მიიღებს მასში მონაწილეობას.

ზელენსკი თავადაც იმყოფება არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მან თქვა, რომ მისი მთავრობა არ იყო მიწვეული სამშაბათს დაგეგმილ მოლაპარაკებებზე საუდის არაბეთში.

„უკრაინა უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს და ჩვენ ვერ ვაღიარებთ ვერავითარ შეთანხმებას ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე“, – თქვა ზელენსკიმ.

ის ასევე ამბობს, რომ მისი ვიზიტები საემიროებში და მოგვიანებით საუდის არაბეთში წინასწარ იყო შეთანხმებული.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო უკვე ჩავიდა საუდის არაბეთში, სადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის უკრაინის ომთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები გაიმართება.

ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი მონაწილეობას მიიღებენ საუდის არაბეთის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებში.