საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„სოლიდარობით ვდგავართ უკრაინასთან ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება“, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ზე(ყოფილი Twitter).
ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.
„ჩვენმა ერებმა გაუძლეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას. ჩვენ ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად“, – დაწერა ზელენსკიმ.
Standing in solidarity with Ukraine on #Holodomor Memorial Day, we honor the victims of the Soviet regime of terror
After 90 years, resistance to oppressive practices remains our common duty, ensuring that history will not repeat itself
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) November 25, 2023