ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე საყოველთაო მობილიზება საჭირო არაა.

„უნდა გავაძლიეროთ უკრაინის არმიის მზადყოფნა ოპერატიულ ვითარებაში ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. დღეისთვის არ არის საჭირო საყოველთაო მობილიზაცია. აუცილებელია, ოპერატიულად დავაკომპლექტოთ უკრაინის არმია და სხვა სამხედრო ფორმირებები“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

მანვე დაამატა, რომ „ვიდრე ჩვენი სამხედროები გვიცავენ, უნდა ვიმუშაოთ, ჩავდოთ ფული ეკონომიკაში, გამოვიმუშაოთ, რათა არმია დავაფინანსოთ“.