„მოხალისეებისთვის ხელშეშლისა და სანქციებზე ამორალური პოზიციის გამო" ზელენსკიმ ელჩი გაიწვია

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, საქართველოდან ელჩს დაუყოვნებლივ გაიწვევს კონსულტაციებისთვის.

ზელენსკის თქმით, ამისი მიზეზია საქართველოს ხელისუფლების მიერ მოხალისეთა წასაყვანად ჩარტერული რეისის არმიღება და სანქციებთან დაკავშირებული პოზიცია.

„ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან. მოხალისეთათვის ხელშეშლის გამო, რომელთაც ჩვენი დახმარება სურდათ და სანქციებთან დაკავშირებული ამორალური პოზიციის გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე.