ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილ ბროდოვიჩი დანიშნა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილ ბროდოვიჩი დანიშნა.

ამის შესახებ დადგენილება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

წინა ელჩი, იგორ დოლგოვი ზელენსკიმ საქართველოდან 2022 წლის მარტში გაიწვია, ივნისში კი თანამდებობიდან გაათავისუფლა.