ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გაათავისუფლა

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 5 ქვეყნის ელჩი, მათ შორის საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ პრეზიდენტის ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაშია აღნიშნული.

ელჩები გათავისუფლდნენ შემდეგ ქვეყნებში: საქართველოში – იგორ დოლგოვი, სლოვაკეთში – იური მუშკუ, პორტუგალიაში – ინაა იგნივეცი, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში – სერგეი ბურდილიაკი, ლიბანის რესუბლიკაში – იგორ ოსტაშა.