ზელენსკი ამბობს, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს, NATO-ს სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს კონკრეტულ სიგნალს, როდის შეიძლება გაწევრიანდეს ალიანსში, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.

უკრაინის პრეზიდენტმა WJS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას ესმის ის, რომ ალიანსში გაწევრიანება შეუძლებელია ომის მიმდინარეობისას, მაგრამ ამბობს, რომ „კიევისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ უკრაინა ომის შემდეგ ნატოს წევრი გახდება“.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ ომის დროს ვერ მიგვიღებენ ნატოში, ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით რამდენი სიცოცხლე ღირს ერთი ფრაზა ვილნიუსის სამიტზე: „უკრაინა იქნება ნატოში ამ ომის შემდეგ“, მას შემდეგ, რაც უსაფრთხო იქნება?”- თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ალიანსში გაწევრების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დღეს თეთრ სახლშიც ისაუბრეს.

„ჩვენ ერთგული ვართ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. გადაწყვეტილებას იღებს ალიანსის 31 წევრი და კანდიდატი ქვეყნები. ეს არ შეცვლილა.. მაგრამ ახლა ჩვენ ორიენტირებული ვართ იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის მხარდასაჭერად დემოკრატიისა და  თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ  და ეს არის ის, რასაც გავაგრძელებთ“, – განაცხადა თეთრი სახლში გამართულ ბრიფინგზე  სპიკერმა კარინ ჟან პიერმა.

NATO-ს სამიტი ვილნიუსში, 11-12 ივლისს გაიმართება.