ზელენსკის განცხადების შეფასებისგან  თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეფასებისგან თავი შეიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ზელენსკის განცხადების შეფასებისგან  თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს, თბილისის მერმა თქვა, რომ სახელმწიფო მოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

„საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.