„ზემო ლარსთან“ რუსეთი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამობილიზაციო პუნქტს მოაწყობს

პუბლიკა

საქართველოს საზღვართან, „ზემო ლარსის“ საკონტროლო გამშვებ პუნქტთან უახლოეს პერიოდში სამხედრო კომისარიატის სამობილიზაციო პუნქტი მოეწყობა, ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ ჩრდილოეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს გადაწყვეტილება შეხვედრის შემდგომ მიიღეს, რომელსაც ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო საგზაო ინსპექციის უფროსი, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ერთი დღით ადრე ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ზემო ლარსის“ საგუშაგოზე 3500-მდე მანქანა ელოდებოდა საქართველოს მიმართულებით გადასვლას.