„ზიარებასთან არანაირად არ არის დაკავშირებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო – სასულიერო პირებისთვის, მღვდელმთავრებისთვის. შევიკრიბებით ისევ და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ – რა უნდა გავაკეთოთ. მოხდება ყველას გაფრთხილება ან ინფორმირება, რომ ასეთი ახალი რეგულაციები შემოვიდა. ეკლესია არ დაიკეტება, ეკლესია არ დაიხურება. შემდეგ უკვე ახალ ინფორმაციას საპატრიარქო აუცილებლად გაავრცელებს“, – ამბობს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე, „TV პირველთან” ინტერვიუში.
მეუფე გერასიმეს თქმით, ხვალ დილით, 9 საათზე იქნება წირვა. „დღეს ალბათ ძალიან ბევრ რამეს მოეფინება ნათელი, ხვალინდელი დღე როგორ უნდა ჩატარდეს ეკლესიებში“.
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით მთელი ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის 21 აპრილამდე გაგრძელდება.
ათ კაცამდე შეკრების შეზღუდვა ეხება ყველას და ყველაფერს – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კითხვას, ეხება თუ არა შეკრებების შეზღუდვა ეკლესიას?.