ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, მაგრამ აკრძალულია ცეკვა - ღიბრაძე

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მუშაობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. მათ შორის ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიმართულებით.

„ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ღამის კლუბებთან, რომ, ერთი მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსნეს, მაგრამ აკრძალულია ცეკვა. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს…

მიმდინარეობს მოლაპარაკება და საკითხების ტექნიკური შეთანხმება. დარწმუნებული ვარ ეს დიდხანს არ გასტანს და როგორც კი შეჯერდება პოზიციები როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ბიზნესის კუთხით, დარწმუნებული ვარ, ეგრევე გამოქვეყნდება, არავინ არ დააყოვნებს”, – თქვა გიორგი ღიბრაძემ.