ზუგდიდი-თბილისის მატარებელი ლიანდაგს აცდა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია - კომპანია

პუბლიკა

„საქართველოს რკინიგზის” განცადებით, ხაშური ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს აცდა ორი გორგოწყვილით.

კომპანიის თქმით, მიმდინარეობს მიზეზების დადგენა.

„შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი საზრუნავი მგზავრების უსაფრთხოება და მათი სხვა მატარებელში გადაყვანაა. კომპანიამ დამატებითი მატარებელი მარელისში უკვე გაგზავნა. საქართველოს რკინიგზა წუხს მომხდარის გამო და შექმნილი დისკომფორტისა და დაგვიანებისთვის მგზავრებს ბოდიშს უხდის. თითოეულ მგზავრს მგზავრობის თანხა სრულად აუნაზღაურდება. პარალელურად, მიმდინარეობს შემთხვევის მოკვლევა და მიზეზების დადგენა”, – ნათქვამია განცხადებაში.