ზუგდიდის მერია ქალებისთვის საჩუქრად ხორცსაკებ მანქანებს ყიდულობს

პუბლიკა

ონლაინგამოცემა „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ზუგდიდის მერია ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის, სასაჩუქრედ საოჯახო ელექტროტექნიკას შეიძენს.

გამოცხადებული ტენდერის  მიხედვით, ზუგდიდის მერიას 20 ხორცსაკეპი მანქანის შეძენა სურს. ხორცსაკეპების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 980 ლარია.

ზუგდიდის მერიაში „ლაივპრესს” უთხრეს, რომ მერიისგან ოც, ადგილზე მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციას გაეგზავნება წერილი, ისინი კი თითო ადამიანს წარმოადგენენ, ვისაც გადაეცემა სწორედ ეს ტექნიკა.