ზუგდიდში ჟურნალისტს ელექტროშოკით დაემუქრნენ - „ფორმულა“

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ ცნობით, ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე უცხო კაცი ჟურნალისტებს ელექტროშოკის გამოყენებით დაემუქრა.

„მიგადებ იცოდე, არ გადამიღოთ. მიგადებ იცოდე, მიგადებ-მეთქი, არ გადამიღო. ჩემი დედა მოვ**ან, თუ არ მიგადოთ. გემუქრები კი არა, მიგადებ-მეთქი და იმ კამერას **აკში გაგიკეთებ“, – ემუქრება კაცი „ფორმულას“ ჟურნალისტს.

რეპორტიორის ცნობით, აღნიშნული პირი არის ფეხბურთელი დავით ქირია. ვიდეოში ისმის ხმა, რომელიც მიუთითებს, რომ ქირიამ ელექტროშოკი გააქტიურა.

„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით კი ამავე პირმა ოპერატორს წყლის ბოთლი ესროლა.

ზუგდიდში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ელექტროშოკით მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 154-ე, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile