ზუგდიდში ენმ-ის ოფისთან „ოცნების“ მხარდამჭერები კვერცხებსა და ცოცხებს ისვრიან

პუბლიკა

ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან შეკრებილები. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ. „ოცნების“ მომხრეები ოფისის შენობას კვერცხებსა და ცოცხებს ესვრიან. კადრებში ჩანს, რომ ჩამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები. ადგილზეა პოლიციაც.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი ხელმძღვანელი ანი წითლიძე ამბობს, რომ ადგილზე არიან სხვადასხვა მინიციპალიტეტებიდან ჩამოყვანილი საჯარო მოხელეები  და ააიპ-ის თანამშრომლები. ადგილზე  სიტუაცია დაძაბულია.

ფოტო: Livepress