ზუგდიდში მაჟორიტარების პლაკატები თავდაყირა გააკრეს

პუბლიკა

ზუგდიდში რამდენიმე ადგილას მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას პლაკატები თავდაყირა გააკრეს. ინფორმაციას რადიო „ათინათი” ავრცელებს. იდეის ავტორმა ასეთი სახით პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება გააპროტესტა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 14 ნოემბერს ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.

კენჭისყრაში, სამეგრელოდან სხვა მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, მერაბ ქვარაიამ და ედიშერ თოლორაიამ მონაწილეობა არ მიიღეს.

 

LB loan image desktop LB loan image mobile