ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ინფორმაციას „პირველი არხი” ავრცელებს.
არხის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატით და ხელყუმბარით.
მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.
ამ დროისთვის უცნობია მისი მოთხოვნები. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი.
https://www.facebook.com/TVODISHIOFFICIAL/videos/367345337798493/