ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა – პირველი არხი

პუბლიკა

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. ინფორმაციას „პირველი არხი” ავრცელებს.

არხის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატით და ხელყუმბარით.

მძევლებად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ისე მომხმარებლები.

ამ დროისთვის უცნობია მისი მოთხოვნები. ადგილზე მობილიზებულია ზუგდიდის პოლიცია, სპეცრაზმი. 

📢📢🔴🔴ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკს ძარცვავენ

📢📢🔴🔴ზუგდიდის ცენტრში საქართველოს ბანკს ძარცვავენ📢📢🔴🔴 საქართველოს ბანკში კრიმინალებმა მძევლები აიყვანეს 📢📢🔴🔴კრიმინალები ავტომატებით არიან შეიარაღებულები📢📢🔴🔴ისმის სროლის ხმა

Posted by ODISHI TV on ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი, 2020