ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება

პუბლიკა

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში სასაფლაოები დაიხურება. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ განაცხადა.

,,ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში სასაფლაოები დაიხურება. ეს ხდება ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ძალიან ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, დაემორჩილონ მოთხოვნებს და გაითვალისწინონ რეკომენდაციები რომლებსაც სპეციალისტები გასცემენ“, – განაცხადა მოწერელიამ.

ნახეთ, სად იკეტება სასაფლაოები (განახლებადი ინფორმაცია)

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აღდგომას შესაბამისი სამსახურები დედაქალაქის სასაფლაოებს ჩაკეტავენ. კალაძის თქმით, ეს დღეები კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას დამატებითი პრობლემები არ შეექმნას.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, დაიხურება რუსთავის სასაფლაოც.

„ალბათ, ხედავთ, რომ ყველა დიდ ქალაქსა და მუნიციპალურ ცენტრში შეზღუდვებია. ვადასტურებ, რომ რუსთავის სასაფლაო ჩაიკეტება.

გუშინ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, რომ სასაფლაოები დაიკეტება ქუთაისსა და ზესტაფონშიც.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა განაცხადა, რომ 10 დღით თელავის მუნიციპალიტეტში დაქვემდებარებული ყველა სასაფლაო დაიკეტება. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად მიიღეს.