ზურაბიშვილი ფარცხალაძეს მოქალაქეობას არ უწყვეტს - ,,თუ დასასჯელია, უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე"

პუბლიკა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს მხრიდან სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყეტაზე უარს ამბობს. განცხადება ამის შესახებ თავად გაავრცელა.

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„ისმის კითხვა: პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ რატომ არ შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა ოთარ ფარცხალაძეს? ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე”, – წერს ზურაბიშვილი.